5 მაისს, ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე 50 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 182-დღიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა. ამის შესახებ ეროვნული ბანკიდან იუწყებიან.
მათივე ინფორმაციით, აუქციონში მონაწილეობა ხუთმა კომერციულმა ბანკმა მიიღო და მოთხოვნამ 107 000 000 ლარი შეადგინა.
მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 8.500 პროცენტით, მაქსიმალური 8.900 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი კი 8.715 პროცენტით განისაზღვრა.