გაერთიანებულ სამეფოში COVID 19- ით დაღუპულთა რაოდენობამ 30 000-ს გადააჭარბა, რაც ყველაზე მაღალი მაჩვენებელია ევროპის ქვეყნებს შორის, - ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერსი“ ავრცელებს.
როგორც სააგენტო ქვეყნის „ეროვნული სტატისტიკის ოფისზე” დაყრდნობით იუწყება, ბოლო მონაცემებით, გაერთიანებულ სამეფოში, შოტლანდიისა და ჩრდილოეთ ირლანდიის ჩათვლით, კორონავირუსით 30 000-ზე მეტი ადამიანია დაღუპული, რაც იტალიის მონაცემებს აჭარბებს.
Worldometers-ის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, იტალიაში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 29 079-ია, ესპანეთში - 25 428, საფრაგეთში კი ვირუსით დღემდე 25 201 ადამიანია დაღუპული.