ეკატერინე ტიკარაძის გაცხადებით, „კომენდანტის საათის“ მოხსნაზე ჯერ გადაწყვეტილება მიღებული არ არის და ქვეყანაში ეპიდსიტუაციის განვითარებას აკვირდებიან

ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის გაცხადებით, ე.წ. კომენდანტის საათის მოხსნასთან დაკავშირებით ჯერ გადაწყვეტილება მიღებული არ არის და ქვეყანაში ეპიდსიტუაციის განვითარებას აკვირდებიან.

„კომენდანტის საათთან დაკავშირებით მოგახსენებთ, რომ ჯერჯერობით, ეპიდსიტუაციაზე დაკვირვება მიმდინარეობს. იქიდან გამომდინარე, თუ როგორი მდგომარეობა იქნება 22 მაისისთვის საქართველოში, ჩვენ მივიღებთ დამატებით გადაწყვეტილებებს, თუმცა, ეს ყოველივე კვლავ დამოკიდებულია ეპიდემიის გავრცელებაზე“, - განაცხადა ტიკარაძემ.