თუშეთის გზაზე მეწყერი ჩამოწვა და რამდენიმე ადამიანი მოიყოლა

თუშეთის გზაზე მეწყერმა რამდენიმე ადამიანი მოიყოლა. შემთხვევა ფშაველი-აბანო-ომალოს გზის 36-ე კილომეტრზე მოხდა.

არსებული ინფორმაციით, ჩამოშლილი ქვაღორღიდან ადგილობრივებმა ერთი ადამიანის ამოყვანა შეძლეს, დანარჩენების სამძებრო სამუშაოები კი მიმდინარეობს.

ადგილზე სამაშველო ჯგუფი მიემართება.