ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოში დაახლოებით 12-დან 15-მდე კლასტერია, რომელთაგან დღეს ეპიდემიოლოგების ყველაზე დიდი ყურადღება ქვემო ქართლის რეგიონზეა მიპყრობილი

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოში დაახლოებით 12-დან 15-მდე კლასტერია, რომელთაგან დღეს ეპიდემიოლოგების ყველაზე დიდი ყურადღება ქვემო ქართლის რეგიონზეა მიპყრობილი. როგორც გამყრელიძემ განაცხადა, აღნიშნულ რეგიონში ინფიცირების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი - 198 შემთხვევაა, რის გამოც შემუშავებულია რეგიონის მხარდაჭერის გეგმა და იქ მომდევნო ორი კვირის განმავლობაში მუშაობა კიდევ უფრო გააქტიურდება.

„ქვეყანაში დაახლოებით 12-დან 15-მდე კლასტერია და მგონი, მათი სახელები ყველამ ყველამ იცის. ჩვენ დღეს განსაკუთრებული ყურდაღება გვაქვს ქვემო ქართლის რეგიონზე და კერძოდ, სამ მუნიციპალიტეტზე მიპყრობილი, ეს გახლავთ: მარნეულის, ბოლნისისა და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტები. გასულ შაბათს ვიყავი ამ რეგიონში. გვქონდა შეხვედრები ამ სამი მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელობასთან, გუბერნატორი ბრძანდებოდა და ასევე სამედიცინო საზოგადოება და დავსახეთ იქ მთელი რიგი ღონისძიებები, იმიტომ, რომ ეს რეგიონი არის ერთ-ერთი დაზიანებული. მთლიანად ამ რეგიონში 198 დადებითი შემთხვევა გვაქვს 604 შემთხვევიდან, რაც არის შეთხვევების 33%, განსაკურებით მაღალი დასენიანება გვაქვს ბოლნისში - 117, შემდეგ თეთრიწყაროში - 48, მარნეულში - 33, ამ რეგიონში მიმდინარეობს ინტენსიური კვლევა, 2000 ათასამდე ადამიანს ჩაუტარდა პისიარ ტესტი. შევიმუშავეთ რეგიონის შემდგომი მხარდაჭერის ღონისძიებათა გეგმა, რომლის მიხედვითაც ამ კვირისა და მომავალი კვირის განმავლობაში კიდევ უფრო მეტად გაინტენსიურდება მუშაობა ამ რეგიონში, რათა მაქსიმალურად გამოვიკვლიოთ ადამიანების დიდი რაიოდენობა, ადრეულ ეტაპზე გამოვავლინოთ ინფიცირებულები და შემდგომ დროულად ვუმკურნალოთ. მსგავსმა ღონისძებები კარგი შედეგები მოგვცა აჭარაში, იცით „ქობულეთის კლასტერი“, რამდენიმე ათეული დადებითი შემთხვევა გვქონდა და თითქმის ბოლო 10 დღეა ახალი შემთხვევა აღარ ფიქსირდება“,- განაცადა გამყრელიძემ.