"ვირუსი მაშინ გადაივლის, როცა ჯანმრთელობის საერთაშორისო ორგანიზაცია განაცხადებს, რომ პანდემია დასრულდა, მანამდე ყველანი პანდემიის ეპოქაში ვცხოვრობთ"

ვირუსი გადაივლის მაშინ, როდესაც ჯანმრთელობის საერთაშორისო ორგანიზაცია განაცხადებს, რომ პანდემია დასრულდა. მანამდე ჩვენ, ყველანი პანდემიის ფაზაში და პანდემიის ეპოქაში ვცხოვრობთ , - ასე უპასუხა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ხათუნა ზახაშვილმა „ინტერპრესნიუსის“ კითხვას, თუ რა შეთხვევაში შეგვეძლება ვთქვათ, რომ ვირუსმა გადაირა.

ხათუნა ზახაშვილის თქმით, ყველამ უნდა ეცადოს, რომ დაავდების რისკები შეამციროს და ქვეყანა პანდემიიდან ნაკლები დანაკარგით გამოვიდეს.

„საქართველო არის ამ მსოფლიოს ნაწილი. ჩვენც ისევე გვეხება ეს ვირუსი, როგორც სხვა ქვეყნებს,.უბრალოდ, დღეს ყველა ქვეყანა იბრძვის იმისთვის, რომ რაც შეიძლება მცირე დაზარალებით გამოვიდეს პანდემიიდან და ჩვენი ბრძოლა ის არის, რასაც ახლა ჩვენი სახელმწიფო აკეთებს. ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები. ვეცადოთ, რომ თითოეულმა ჩვენგანმა შევიმციროთ დაავადების რისკები და ნაკლები დანაკარგებით გავიაროთ პანდემიის ეს ეტაპი“,-განაცხადა ხათუნა ზახაშვილმა.