Bloomberg-ის სავაჭრო პლატფორმაზე 12:00 საათისთვის ერთი დოლარი 3.2025 ლარად ივაჭრება.
პლატფორმაზე ვაჭრობა 3.2000 კურსით დაიწყო. ეროვნული ბანკის მიერ 5 მაისს დადგენილი კურსით, ერთი აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება დღეს 3.1998 ლარია. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.4702 ლარია.
ცნობისათვის, Bloomberg-ის სავაჭრო სისტემა ფინანსური ინსტიტუტების ძირითადი სავაჭრო პლატფორმაა, რომლითაც ხორციელდება ფინანსური ინსტრუმენტების ყიდვა-გაყიდვა როგორც შიდა, ასევე საერთაშორისო ბაზრებზე. ამ სისტემაში საქართველოდან ვაჭრობენ როგორც კომერციული ბანკები, ასევე მსხვილი მიკროსაფინანსო ორგანიზაციები. Bloomberg-ის სისტემაში ვაჭრობის შედეგად, დღის ბოლოს, 17:00 საათზე საქართველოს ეროვნული ბანკი ეროვნული ვალუტის ოფიციალურ კურსს ადგენს.