როგორი იყო ყველაზე მომგებიანი სექტორის ფინანსური მაჩვენებლები 1-ელ კვარტალში

ეროვნულმა ბანკმა კომერციული ბანკების 2020 წლის 1-ლი კვარტლის ფინანსური მაჩვენებლები გამოაქვეყნა.

ანგარიშგების თანახმად, საბანკო სექტორი, რომელიც წლების განმავლობაში მომგებიან სფეროდ ითვლებოდა,1-ელ კვარტალში ზარალზე გავიდა. რაც კორონავირუსის გამო მსოფლიოს მასშტაბით შექმნილ სიტუაციას უკავშირდება.

ანგარიშგებების მიხედვით, 2020 წლის 1-ელ კვარტალში ორი დიდი ბანკი „თიბისი ბანკი“ და „საქართველოს ბანკი“ ზარალზე გავიდნენ. კერძოდ, „თიბისის“ ზარალმა საანგარიშო პერიოდში - 277 427 742 ლარი; დარეზერვებამდე წმინდა მოგებამ - 149 926 973 ლარი შეადგინა. „საქართველოს ბანკს“ კი, 1-ლი კვარტლის მონაცემებით, 276 415 438 ლარის ოდენობის ზარალი ჰქონდა. ხოლო დარეზერვებამდე წმინდა მოგებამ - 135 655 544 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება სხვა ბანკების ფინანსურ მაჩვენებლებს, ასე გამოიყურება:

  • „ბაზისბანკი“ - -22 436 023;
  • „სილქ როუდ ბანკი“ - -630 050;
  • „კრედო ბანკი“ - -6 835 671;
  • „ქართუ ბანკი“ - -39 999 177;
  • „ფინკა ბანკი საქართველო“ - -822 610;
  • „ჰალიკ ბანკი“ - -21 835 083;
  • „იშბანკი საქართველო“ - -2 595 340;
  • „ტერა ბანკი“ - -18 662 783;
  • „ლიბერთი ბანკი“ - -18 648 614;
  • „პაშა ბანკი საქართველო“ - -12 367 423;
  • „პროკრედიტ ბანკი“ - -16 789 911;
  • „ვითიბი ბანკი“ - -30 498 283;
  • „ზირაათ ბანკი საქართველო“ - -1 109 337.
თაია არდოტელი