სასტუმრო „მოქსი თბილისი“ და პროექტ 39-ის გამოწვევა „თანადგომა გადამდებია“

პროექტ 39-ის ინიციატივით დაიწყო კამპანია „თანადგომა გადამდებია“, რომელიც მიზნად ისახავს იმ ადამიანების წახალისებას, ვინც მსოფლიო პანდემიის პერიოდში საერთო კეთილდღეობისათვის იბრძოდა.

პროექტის ხელმძღვანელებმა აირჩიეს სასტუმრო მოქსი, რომელიც ერთ-ერთი პირველი სასტუმრო იყო, რომელმაც სრულიად უსასყიდლოდ დაუთმო თავისი ოთახები ტურიზმის ადმინისტრაციას საკარნტინო სივრცისთვის, და სასტუმროს თანამშრომლებს გაუგზავნეს თავისი ხელით შექმნილი გემრიელი ქუქისები ყურადღების და თანადგომის ნიშნად.

სასტუმრო მოქსიმ სიხარულით მიიღო ეს გამოწვევა და თავის მხრივ ტკბილეულით დაასაჩუქრა და გამოიწვია სასტუმრო „შერატონი მეტეხი პალასი“, რომელმაც ახლა უნდა გააგრძელოს გამოწვევების ჯაჭვი.

სასტუმრო „მოქსი თბილისში“ შექმნილი საკარანტინო სივრცე უკვე სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსულმა 277 - მა საქართველოს მოქალაქემ დატოვა, თითოეული მათგანი ორი კვირის განმავლობაში ექიმთა მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებოდა და ოჯახებს სრულიად ჯანმრთელები დაუბრუნდნენ.

(R)