რუსი მილიარდერის თვითმკვლელობა - რა საერთო ბიზნესი ჰქონდა ოლიგარქს ბიძინა ივანიშვილთან

რუ­სეთ­ში მი­ლი­არ­დე­რი დმიტ­რი ბო­სო­ვი სა­კუ­თარ სახ­ლში გარ­დაც­ვლი­ლი იპო­ვეს. ის 2020 წელს Forbes-ის მო­ნა­ცე­მე­ბით, უმ­დიდ­რე­სი ადა­მი­ა­ნე­ბის ასე­ულ­ში 86-ე ად­გილს იკა­ვებ­და. გა­მო­ცე­მა rbc.ru-ს ცნო­ბით, ბიზ­ნეს­მენ­მა თავი მო­იკ­ლა. 52 წლის ბო­სო­ვი ანტრა­ცი­ტი­სა და ნახ­ში­რის მომ­პო­ვე­ბე­ლი კომ­პა­ნია "ალ­ტე­კის" უმ­სხვი­ლე­სი აქ­ცი­ო­ნე­რი და დი­რექ­ტორ­თა საბ­ჭოს თავ­მჯდო­მა­რე იყო, რო­მე­ლიც მის მი­ერ­ვე და­ფუძ­ნე­ბულ ჯგუფ "სი­ბანტრა­ციტ­სა" და "ვოს­ტო­კუ­გოლს" აკონ­ტრო­ლებს.

გა­მო­ცე­მის ცნო­ბით, რუსი ოლი­გარ­ქი 1,1 მი­ლი­არ­დი დო­ლა­რის ქო­ნე­ბას ფლობ­და.

ბო­სო­ვი 1968 წელს ბარ­ნა­ულ­ში და­ი­ბა­და. 1991 წელს მოს­კო­ვის ტექ­ნი­კუ­რი უნი­ვერ­სი­ტე­ტი და­ამ­თავ­რა და მა­ლე­ვე ჩა­ერ­თო ვაჭ­რო­ბის სფე­რო­ში. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია რომ, ბიზ­ნეს­ში პირ­ვე­ლი ნა­ბი­ჯე­ბი სა­ქარ­თვე­ლოს ყო­ფილ პრე­მი­ერ­თან, მი­ლი­არ­დერ ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­თან ერ­თად გა­დად­გა - რუ­სულ წყა­რო­ებ­ში იძებ­ნე­ბა ინ­ფორ­მა­ცია, რომ 90-იან წლებ­ში ის გახ­და კრას­ნო­ი­არ­სკის ალუ­მი­ნის ქარ­ხნის აქ­ცი­ო­ნე­რი ბო­რის (ბიძინა) ივა­ნიშ­ვილ­თან ერ­თად. 1997 წლი­დან 2000 წლამ­დე ბო­სო­ვი ქარ­ხნის დი­რექ­ტორ­თა საბ­ჭოს წევ­რი იყო, 2000 წელს და­ა­ფუძნა ჯგუ­ფი "ალ­ტე­კი".

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია რომ, პო­ლი­ტი­კა­ში მოს­ვლის პირ­ველ პე­რი­ოდ­ში ალუ­მი­ნის ქარ­ხა­ნა­ზე სა­უბ­რი­სას ივა­ნიშ­ვი­ლი ამ­ტკი­ცებ­და, რომ რო­გორც კი ვი­თა­რე­ბა სა­ხი­ფა­თო გახ­და, მან იქ წი­ლე­ბი ოც­მაგ ფა­სად გა­ყი­და. სა­უბ­რობ­და, რო­გორ დახ­ვდნენ მის პარტნი­ორს კრას­ნო­ი­არ­სკის აე­რო­პორ­ტში ბან­დი­ტე­ბი, ად­გი­ლობ­რივ სა­საფ­ლა­ო­ზე წა­იყ­ვა­ნეს და ის ხალ­ხი შე­ახ­სე­ნეს, ვინც "ალუ­მი­ნის ომებს" შე­ე­წი­რა:

"იმ დრო­ის ის­ტო­რი­ას რომ გა­დავ­ხე­დოთ, რამ­დე­ნი და­ი­ღუ­პა, რამ­დენ­მა და­კარ­გა თა­ვი­სუფ­ლე­ბა, ღმერ­თო ჩემო! ჩემი მთა­ვა­რი ღი­რე­ბუ­ლე­ბა თა­ვი­სუფ­ლე­ბა და სი­ცო­ცხლეა" - ასე ხსნი­და ივა­ნიშ­ვი­ლი ალუ­მი­ნის ბიზ­ნე­სი­დან გა­მოს­ვლის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას.

რაც შე­ე­ხე­ბა ბო­სო­ვის კომ­პა­ნია "სი­ბანტრა­ციტს", რო­გორც rbc.ru-ს წერს, ის ჰო­კე­ის მოყ­ვა­რულ­თა კლუ­ბის "ღა­მის ჰო­კე­ის ლიგა" გე­ნე­რა­ლუ­რი სპონ­სო­რია, რომ­ლის მატ­ჩებ­შიც რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტი ვლა­დი­მირ პუ­ტი­ნი და პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი მი­ხე­ილ მი­შუს­ტი­ნი მო­ნა­წი­ლე­ო­ბენ. ბო­სო­ვი, მი­შუს­ტინ­თან ერ­თად, კი­დევ ერთ მოყ­ვა­რულ­თა ნაკ­რებ­ში, "სპორ­ტი­მას" შე­მად­გენ­ლო­ბა­ში თა­მა­შობ­და.

რუ­სუ­ლი მე­დია წერს, რომ ბიზ­ნეს­მე­ნი და მსხვი­ლი აქ­ცი­ო­ნე­რი მოს­კოვ­თან ახ­ლოს, უსო­ვოს და­სახ­ლე­ბა­ში მდე­ბა­რე სა­კუ­თარ სახ­ლში, სპორტდარ­ბაზ­ში იპო­ვა ცოლ­მა. მას ტყვია თავ­ში აქვს ნას­რო­ლი...

განაგრძეთ კითხვა: