მთავრობა დღეს ტურიზმის გახსნის ანტიკრიზისულ გეგმას წარადგენს. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
„დღეს, 7 მაისს, 14:00 საათზე, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ფარგლებში არსებული ეკონომიკური ჯგუფის სხდომა გაიმართება, რომელზეც ტურიზმის გახსნის ანტიკრიზისულ გეგმას წარადგენენ“, - აღნიშნულია განცხადებაში.