სტატისტიკის ეროვნული სამსახური საქართველოში ხორცისა და თევზის იმპორტის 2019 წლის მონაცემებს აქვეყნებს. კერძოდ, ჩამონათვალში მოხვდა ქათმის ხორცი, ღორისა და საქონლის ხორცი და თევზი.
საქსტატის ცნობით, მათ შორის, ქვეყანაში გასულ წელს ჯამში, 64 354 300 აშშ დოლარის ქათმის ხორცი; 30 493 800 დოლარის - ღორის; 13 903 200 დოლარის - საქონლის ხორცი და 33 014 900 აშშ დოლარის თევზი შემოვიდა.
მათ შორის, ღორის ხორცის იმპორტიორ ქვეყნებს შორის ლიდერობს ბრაზილია, საიდანაც 25 145 500 დოლარის ხორცის იმპორტი განხორციელდა, მას მოსდევს კანადა - 2 402 100 დოლარით; მე-3 ადგილზეა - აშშ, საიდანაც გასულ წელს 483 300 დოლარის ღორის ხორცი შემოვიდა; მე-4 და მე-5 პოზიციებს კი ესპანეთი და გერმანია იკავებენ, საიდანაც იმპორტმა, შესაბამისად, 478 200 და 437 400 დოლარი შეადგინა.
რაც შეეხება საქონლის ხორცს, იმპორტიო ქვეყნებს შორის ლიდერობს უკრაინა - 6 572 300 დოლარის იმპორტით; მას მოსდევს - ბრაზილია 3 709 000 დოლარით; მე-3 პოზიციაზე არის ნიდერლანდი, საიდანაც 1 483 000 დოლარის საქონლის ხორცი შემოვიდა; მე-4 და მე-5 ადგილებს კი იყოფენ - მოლდოვა და ირლანდია, შესაბამისად, 750 500 და 485 200 დოლარის იმპორტით.