11 მაისიდან თბილისში შესვლა და გასვლა ნებადართული ხდება - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა.
გარდა ამისა, 14 მაისიდან იხსნება რუსთავში გადაადგილებაც. თუმცა გახარიას თქმით, ეს არ ნიშნავს იმას, რომ კომენდანტის საათი მოიხსნება.
14 მაისიდან გაიხსნება გარდაბანი, ხოლო 18 მაისიდან დაგეგმილია მარნეულის გახსნაც.
შეგახსენებთ, რომ მთავრობა დღეს ტურიზმის გახსნის ანტიკრიზისულ გეგმას წარადგენს. პრეზენტაცია ამ წუთებში მიმდინარეობს.