გიორგი გახარიას განცხადებით, მთავრობა მომდევნო 10 დღის განმავლობაში 4 სექტორის მხარდაჭერისა და დახმარების გეგმას წარადგენს

პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, მთავრობა მომდევნო 10 დღის განმავლობაში 4 სექტორის მხარდაჭერისა და დახმარების გეგმას წარადგენს.

გახარიას განმარტებით, პირველია ტურიზმი, შემდეგ სოფლის მეურნეობა, მშენებლობა და განათლება.

„გეგმას მივყვებით უახლოესი 10 დღის განმავლობაში. დღეს ვიწყებთ ტურიზმით, გავაგრძელებთ სოფლის მეურნეობით და ფერმერებით, შემდგომ იქნება მშენებლობა და დეველოპმენტის მხარდაჭერა და შემდგომ იქნება განათლება. ვსაუბრობ პოსტკრიზისული გეგმის, ეკონომიკის გახსნის და ამოქმედების თაობაზე”, - განაცხადა გახარიამ ტურიზმის გახსნის ანტიკრიზისული გეგმის პრეზენტაციაზე.