როდიდან დაიწყება ფრენების ეტაპობრივი აღდგენა

15 ივნისიდან საქართველო გაიხსნება ადგილობრივი ტურიზმის სერვისების მიწოდებისთვის, ხოლო 1-ლი ივლისიდან საქართველო მზად იქნება უცხოელი ტურისტების მისაღებად.

ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა. „ამას გავაკეთებთ როგორც სახმელეთო საზღვრებზე უსაფრთხო კორიდორის შექმნით მეზობელ ქვეყნებთან. ასევე უსაფრთხო კორიდორის შექმნის შესაძლებლობით ჩვენთვის საინტერესო ქვეყნებიდან ორმხრივი მოლაპარაკებების ფონზე. ეს მოლაპარაკებები უკვე დაწყებულია. შესაბამისად, საქართველო იქნება ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელიც მიიღებს ტურისტებს,“-განაცხადა გახარიამ.

გარდა ამისა, როგორც პრეზენტაციაზე ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა, 15 ივნისიდან შიდა ტურისტები უკვე შეძლებენ ესტუმრნონ სასტუმროებს, სწორედ 1 ივლისს ვიქნებით მზად მივიღოთ საერთაშორისო ტურისტები, სახმელეთო და საჰაერო საზღვრების გახსნა დაემთხვევა ამ ყველაფერს. მისივე თქმით, ამ მომენტისთვის ფრენების ეტაპობრივი აღდგენა მოხდება.

თაია არდოტელი
როდიდან შეძლებს საქართველო უცხოელი ტურისტების მიღებას
„სამუშაოების მოცულობა 40%-ით შემცირდება“ - როგორ მუშაობს სამშენებლო ბიზნესი ახალ პირობებში
ვინ რამდენი მილიონი გადარიცხა კორონავირუსის ვაქცინის შესაქმნელად