მთლიანობაში მესამე ეტაპის ანტიკრიზისული გეგმა ტურიზმისთვის მოითხოვს 200 მილიონ ლარიან ბიუჯეტს, - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ფარგლებში არსებული ეკონომიკური ჯგუფის სხდომაზე განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, ყველაზე დიდი თანხა საგადასახადო შეღავათებისთვის არის გამოყოფილი.
„ყველაზე მეტად წონადი ამ ბიუჯეტში არის საგადასახადო შეღავათები, რომელიც ჯამში ქონების გადასახადის და საშემოსავლო გადასახადის გადავადება 135 მილიონ ლარს იწონის. რა თქმა უნდა, სერიოზული რესურსი სულ მცირე 60 მილიონი ლარი არის გათვალისწინებული სასტუმროების სესხების სუბსიდირებისთვის და ჩვენ ვვარაუდობთ, რომ სულ მცირე 3000 კომპანია ისარგებლებს ამ დახმარებით და ტურისტული კომპანიებისთვის და გიდებისთვის მხარდაჭერის პაკეტი არის 5 მილიონი ლარი,“- განაცხადა ნათია თურნავამ.