ნათია თურნავა ტურიზმის იმ მიმართულებებს ასახელებს, რაც პანდემიის დასრულების შემდეგ, მთელი მსოფლიოსთვის უფრო მეტად აქტუალური გახდება

ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა ტურიზმის იმ მიმართულებებს ასახელებს, რაც მისი თქმით, პანდემიის დასრულების შემდეგ, მთელი მსოფლიოსთვის უფრო მეტად აქტუალური გახდება. როგორც მან ტურიზმის ანტიკრიზისული გეგმის პრეზენტაციაზე განაცხადა, ეს მიმართულებებია: სამკურნალო და გამაჯანსაღებელი ტურიზმი, სათავგადასავლო ტურიზმი, ეკო და აგრო ტურიზმი, ღვინის ტურიზმი, დაცული ტერიტორიები და მთის კურორტები.

„კიდევ ერთი ჩვენი უპირატესობა არის ის, რომ ახალი რეალობიდან გამომდინარე, ჩვენ უკვე გაგვაჩნია ის ახალი მოთხოვნადი ტურისტული პროდუქტები, რომელიც პანდემიის შემდეგ უფრო მეტად აქტუალური გახდება მთლიანად მსოფლიოსთვის. ეს არის ისეთი ტიპის აქტივობები, რომელიც დაკავშირებულია ღია სივრცესთან, სადაც შესაძლებელია, რომ ადამიანების ერთ ადგილზე ზედმეტი თავმოყრის გარეშე მივაწოდოთ ხარისხიანი ტურისტული სერვისები. ეს არის: სამკურნალო და გამაჯანსაღებელი ტურიზმი, სათავგადასავლო ტურიზმი, ეკო და აგრო ტურიზმი, ღვინის ტურიზმი, დაცული ტერიტორიები, მთის კურორტები,“ - განაცხადა თურნავამ.