ჩვენი ქვეყანა უსაფრთხოების ზომების დაცვით მზად არის, მათ შორის, რუსი ტურისტებიც მიიღოს და უმასპინძლოს, - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც უპასუხა შეკითხვას, რამდენად უსაფრთხო იქნება რუსეთიდან ივლისში ტურისტების მიღება.
მისივე თქმით, ამ ეტაპზე რუსეთთან რაიმე მოლაპარაკებები არ მიმდინარეობს, თუმცა, როგორც მინისტრი აღნიშნავს, რუსი ტურისტები იყვნენ მნიშვნელოვანი ნაწილი საქართველოში შემომსვლელი ვიზიტორებისა.
„ტურისტული კორიდორების შექმნა არის უსაფრთხო კორიდორების შექმნა. თვითონ ტურისტული კორიდორების სახელწოდებაში ჩანს, რომ ეს კორიდორები უნდა იყოს უსაფრთხო, შესაბამისად, ჩვენი რეგიონის ნებისმიერ ქვეყანასთან და ნებისმიერ სხვა ქვეყანასთან როცა შედგება შეთანხმება ტურისტულ უსაფრთო კორიდორზე, ჩვენ გვექნება ყველა გარანტია იმისა, რომ ეს უსაფრთოება დაცული იყოს როგორც ვიზიტორებისთვის, ასევე, დამხვედრი ქვეყნისთვის. ამ წუთში რუსეთთან მოლაპარაკება არ მიმდინარეობს, მაგრამ როგორც ადრე რუსეთიდან წამოსული ტურისტები იყვნენ მნიშვნელოვანი ნაწილი ჩვენი ვიზიტორებისა, დღესაც ჩვენი ქვეყანა უსაფრთხოების ყველა ზომის დაცვით მზად არის მათ შორის, რუსი ტურისტებიც მიიღოს და უმასპინძლოს,“- აცხადებს ნათია თურნავა.