ამბავი, რომლის მონაწილეც თქვენ ხართ, ასე იწყება: თუ გაქვთ ბოლო სამი წლის განმავლობაში საზღვარგარეთ მოგზაურობისა და ფრენის ისტორია, შეგიძლიათ იპოვოთ და აპოვნინოთ კუთვნილი თანხა - 250, 400 ან 600 ევროს ოდენობით კომპენსაცია ყველას, ვისაც კი იცნობთ, მეგობარს, მეზობელს, ნაცნობს, თანამშრომელს - გადადებული, გაუქმებული, დაგვიანებული, გადაჯავშნილი რეისისთვის, დაკარგული ან დაგვიანებული ბარგისთვის.
ცნობილ მოგზაურს, ბლოგერს გურამ შეროზიას მეგობრებმა უკვე აპოვნინეს კუთვნილი თანხა. მისმა მეგობრებმა დაგვიანებული ფრენისთვის კომპენსაციის მიღება ერთ თვეში შეძლეს, მოგვიანებით ანალოგიური ფაქტის წინაშე კი თავად აღმოჩნდა და მეგობრების რეკომენდაციით თავადაც გადაწყვიტა კომპენსაციის მიღება.
„ჩემ შემთხვევაშიც ფრენის დაგვიანებასთან გვქონდა საქმე. თუმცა, ჩემი ქეისი ბევრად რთული იყო და ძალიან მცირე შანსი იყო მოგების. ჩამერიცხა კომპენსაცია, რომლის მიღების იმედიც არ მქონდა.
საქმე, რომელიც ფაქტიურად წაგებული იყო და ძალიან მცირე შანსი იყო წარმატების, სააგენტო Fly Help -მა შემოატრიალა. ფაქტიურად წაგებული საქმე მომაგებინეს, ამიტომ ვფიქრობ, მომავალშიც გავაგრძელებ მათთან კომუნიკაციას,”- ამბობს გურამ შეროზია.
ქუთაისი-ლარნაკას რეისზე კუთვნილი 400 ევრო უკვე იპოვა VTB ბანკის თანამშრომელმა, ნიკა ხაბეიშვილმა, რომელსაც ფრენა ავიაკომპანიამ დაუგვიანა. ნიკას FLY Help თავად დაუკავშირდა და დახმარება შესთავაზა.
„ახალ წელს მივფრინავდი და დაახლოებით 4 საათით გადაიდო ფრენა, რამდენიმე თვის შემდეგ დამიკავშირდნენ FLY Help -დან და მითხრეს, რომ კომპენსაციის მიღება შემეძლო. არც ელექტრონული ბილეთი მქონდა შენახული და არანაირი დოკუმენტი. პასპორტის ასლი დამჭირდა მხოლოდ. განაცხადი შევავსე, რის შემდეგაც დამიკავშირდნენ და მითხრეს, რომ 10 დღეში ჩამერიცხებოდა თანხა. ფაქტიურად, უპრობლემოდ მივიღე კომპენსაცია,“- ამბობს ნიკა ხაბეიშვილი.
FLY help -ს უკვე 4000-მდე კმაყოფილი მომხმარებელი ყავს. FLY Help დაზარალებულ ავია მგზავრებს 2017 წლიდან ეხმარება კუთვნილი კომპენსაციის მიღებაში. სააგენტოს დამფუძნებლები მიხეილ ჭანტურია და ვატო ფარცხალაძე არიან, რომლებმაც სააგენტო პირადად მიღებული არასასიამოვნო გამოცდილების შემდეგ შექმნეს.
იმისთვის, რომ დაზარალებულმა მგზავრმა კომპენსაცია მიიღოს, მარტივი პროცედურის გავლაა საჭირო - უნდა შეავსოს განაცხადი ვებ-გვერდზე (https://flyhelp.ge/check-compensation ) რომლის გაგზავნისთანავე, მინდობილობას მიიღებს, დანარჩენზე უკვე კომპანია ზრუნავს. კომპენსაციას საშუალოდ, 1-დან 4 -თვემდე პერიოდში მიიღებთ. განაცხადის გაგზავნა სრულიად უფასოა და შეგიძლიათ, თავისუფლად იპოვოთ ის, რაც თქვენს ხარვეზულ მოგზაურობას ფულად კომპენსაციად აქცევს.