აპრილში შეერთებულ შტატებში კერძო დამსაქმებლებმა სამსახურებიდან რეკორდული რაოდენობის თანამშრომელი გაუშვეს.
როგორც Reuters-ი წერს, საუბარია 20.236 მილიონ დასაქმებულზე.
Reuters-ის მიერ მანამდე ჩატარებლი გამოკითხვის შედეგად, ექსპერტები ამერიკაში 20.050 მილიონი სამუშაო ადგილის შემცირებას პროგნოზირებდნენ. თუმცა, როგორც ჩანს, კორონავირუსის პანდემიამ კერძო სექტორი უფრო მეტად დააზარალა, ვიდრე ამას ანალიტიკოსები პროგნოზირებდნენ.