კორნავირუსის პანდემიის გამო ევროზონაში საცალო გაყიდვები რეკორდულად დაეცა.
ევროკავშირის 19 ქვეყანაში საცალო ვაჭრობა მარტში წინა თვესთან შედარებით შემცირდა 11,2% -ით - აღნიშნულია ევროკავშირის სტატისტიკური ოფისის (ევროსტატის) ანგარიშში. წლიური თვალსაზრისით, საცალო გაყიდვები შემცირდა 9.2% -ით.
ოფიციალური მონაცემების გამოქვეყნებამდე ეკონომისტები Reuters-თან საუბრისას ვარაუდობდნენ, რომ ევროზონაში საცალო გაყიდვები ყოველთვიურად 10,5%-ით შემცირდებოდა, წლიურად კი 8%-ით.
აღსანიშნავია, რომ 2020 წლის თებერვალში ევროზონაში საცალო გაყიდვები წინა თვესთან შედარებით 0,6% -ით, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით კი 2.5% -ით გაიზარდა.