ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, სოფელ მელედან ლასდილის მისასვლელამდე მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა.
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, ამ დროისთვის, დიდთოვლობის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი (წყალტუბოს გადასახვევი) წყალტუბო-ცაგერი-ლენტეხი-ლასდილის საავტომობილო გზის კმ150-კმ157 მონაკვეთზე, აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
ამავე საავტომობილო გზის კმ126-კმ150 მონაკვეთზე, დასაშვებია მხოლოდ მაღალი გამავლობის (ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე) ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.
საავტომობილო გზის კმ1-კმ126 (წყალტუბოს გადასახვევი-მელე) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.