საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 623 - მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე არის განთავსებული. კარანტინის რეჟიმშია 4723 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 446 პირი.
ინფორმაციისთვის, 623 ადამიანიდან 288 გამოჯანმრთელებულია, ხოლო 9 გარდაიცვალა. ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.