მარკ ცუკერბერგი Bloomberg-ის უმდიდრესი ადამიანების სიაში მესამე ადგილზეა - როგორ გამოიყურება ათეული

Facebook-ის დამფუძნებელმა მაკრ ცუკერბერგმა Bloomberg-ის უმდიდრესი ადამიანების სიაში მესამე ადგილზე გადმოინაცვლა. ბოლო მონაცემებით, მისი ქონება 80,4 მლრდ დოლარად არის შეფასებული. ის ბოლო პერიოდში 2,04 მლრდ დოლარით გამდიდრდა.

პლანეტის ყველაზე მდიდარ ადამიანად კვლავ Amazon-ის დამფუძნებელი ჯეფ ბეზოსი რჩება. მისი ქონება Bloomberg-ზე 143 მლრდ დოლარად არის შეფასებული, წლის განმავლობაში კი ბიზნესმენი 28,3 მლრდ დოლარით გამდიდრდა.

107 მლრდ დოლარის ქონებით სამეულშია კომპანია Microsoft-ის დამფუძნებელი ბილ გეითსი. Berkshire Hathaway-ის მფლობელმა უორენ ბაფეტმა კი Bloomberg-ის მილიარდერების სიაში მე-5 ადგილზე გადაინაცვლა. ბოლო პერიოდში მისი ქონება 20,7 მლრდ დოლარით შემცირდა და 68,6 მლრდ დოლარი შეადგინა.

Bloomberg-ის სიაში უმდიდრეს ადამიანთა ათეული ასე გამოიყურება:

  • 1. ჯეფ ბეზოსი - 143 მილიარდი დოლარი
  • 2. ბილ გეიტსი - 107 მილიარდი დოლარი
  • 3. მარკ ცუკერბერგი - 80,4 მილიარდი დოლარი
  • 4. ბერნარ არნო - 77 მილიარდი დოლარი
  • 5. უორენ ბაფეტი - 68,6 მილიარდი დოლარი
  • 6. სტივ ბალმერი - 66,5 მლრდ დოლარი
  • 7. ლარი პეიჯი - 65,5 მლრდ დოლარი
  • 8. სერგეი ბრინი - 63,5 მლრდ დოლარი
  • 9. ლარი ელისონი - 59,3 მილიარდი დოლარი
  • 10. მუკეშ ამბანი - 54,7 მლრდ დოლარი