5 ქვეყანა, საიდანაც საქართველოში ტელევიზორები შემოდის

სტატისტიკის ეროვნული სამსახური საქართველოში ელექტრონიკის იმპორტის 2019 წლის მონაცემებს აქვეყნებს.

კერძოდ, ჩამონათვალში მოხვდა მობილური ტელეფონები, კომპიუტერული ტექნიკა, ტელევიზორები და ფოტო და ვიდეო კამერები.

საქსტატის ცნობით, ქვეყანაში გასულ წელს ჯამში, 158 686 500 აშშ დოლარის მობილურები; 107 553 400 დოლარის - კომპიუტერული ტექნიკა; 27 454 000 დოლარის - ტელევიზორები, 7 747 800 აშშ დოლარის ფოტო და ვიდეო კამერები შემოვიდა.

მათ შორის, ტელევიზორების იმპორტიორ ქვეყნებს შორის ლიდერობს ჩინეთი, საიდანაც საანგარიშო პერიოდში - 15 551 000 აშშ დოლარის ტელევიზორი შემოვიდა; მას მოსდევს რუსეთი - 5 434 900 დოლარით; მე-3 ადგილზეა - ლატვია, 1 961 100 აშშ დოლარის იმპორტით; მე-4 და მე-5 პოზიციებს კი ჰონგ-კონგი და თურქეთი იკავებენ, შესაბამისად, 1 022 500 და 910 600 აშშ დოლარის ტელევიზორის იმპორტით.

თაია არდოტელი