„700-ჰექტრიანი ახალი ენდემური სახეობებით განაშენიანებული ტყე, ესთეტიკურად შეცვლის თბილისის იერსახეს და მნიშვნელოვნად იმოქმედებს გარემოზე და სუფთა ჰაერზე"

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის ლევან დავითაშვილის განცხადებით, 700-ჰექტრიანი ახალი ენდემური სახეობებით განაშენიანებული ტყე, ერთი მხრივ, ესთეტიკურად შეცვლის ჩვენი ქალაქის იერსახეს და ამავდროულად მნიშვნელოვანწილად იმოქმედებს გარემოზე. ამის შესახებ მინისტრმა მთაწმინდის ფერდობის ლანდშაფტის აღდგენის სამუშაოების პროექტის წარდგენისას განაცხადა.

„ზედმეტია საუბარი იმაზე, რამდენად მნიშვნელოვანია დღეს ურბანული ტყის აღდგენა, თან იმ პროექტის რეალიზება, რომელზეც ჩვენ ერთად ვმუშაობდით და გვაქვს წარმოდგენა, რომელიც ქალაქს აბსოლუტურად ახალ სიცოცხლეს შესძენს, გაალამაზებს, და ამასთანავე იმოქმედებს ძალიან დადებითად ქალაქის ეკოლოგიურ მდგომარეობაზე.

ჩვენ ვიცით, რომ თბილისის ძირითადი ეკოლოგიური პრობლემა უკავშირდება მისი ჰაერის ხარისხს, რომელიც დიდწილად გამოწვეულია მწვანე სივრცეების ნაკლებობით და 700-ჰექტრიანი ახალი ენდემური სახეობებით განაშენიანებული ტყე, ერთი მხრივ, ესთეტიკურად შეცვლის ჩვენი ქალაქის იერსახეს და ძალიან მნიშვნელოვანწილად იმოქმედებს ქალაქის გარემოზე და სუფთა ჰაერზე,“- განაცხადა ლევან დავითაშვილმა.