1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.2100 ლარი გახდა.
ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 3.2100 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 3.2032 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0068 შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.4800 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.4540 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0260 ლარი შეადგინა. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა.