რა წესების დაცვა მოუწევთ სტომატოლოგიურ კლინიკებს მუშაობის განახლებისთვის

11 მაისიდან, სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს და შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის წარმომადგენლები, შემოსული განცხადებების საფუძველზე, დაიწყებენ სტომატოლოგიური დაწესებულებების მონიტორინგს.

სტომატოლოგიურმა კლინიკებმა უნდა შეავსონ განაცხადი და გადააგზავნონ შესაბამის ელექტრონულ ფოსტის მისამართზე. მოთხოვნების სრულად დაკმაყოფილების შემთხვევაში და გეგმიური შემოწმების განხორციელების შემდეგ, კლინიკებს მიეცემათ უფლება, განახორციელონ გეგმიური სტომატოლოგიური მომსახურება.

რეკომენდაციები, რომელთა შესრულებაც კლინიკებს დასჭირდებათ:

ინდივიდუალური დაცვის საშუალებები სტომატოლოგიური პერსონალისთვის

  • N95 ან უფრო მაღალი დაცვის დონის რესპირატორი;
  • სამედიცინო ნიღაბი;
  • თვალის დამცავი საშუალებები: სახის ფარი და დამცავი სათვალე;
  • არასტერილური ერთჯერადი ხელთათმანები;
  • ერთჯერადი სითხეგაუმტარი სამედიცინო ხალათი;
  • ბახილები;
  • ჩაჩი (სამედიცინო ქუდი);
  • ერთჯერადი გამოყენების იდს-ის ორი კვირის სამყოფი მარაგი, სამუშაო კაბინეტების და დასაქმებული სტომატოლოგიური პერსონალის შესაბამისად;

ინდივიდუალური დაცვის საშუალებები პაციენტისთვის

  • ბახილები;
  • სამედიცინო ნიღაბი;
  • პაციენტისთვის დამცავი სათვალე;

ზოგადი მოთხოვნები Covid-19-ით ინფიცირების რისკის პრევენციისთვის

  • პაციენტის სკრინინგი, უსაფრთხოდ შემოსვა და ხელების ანტისეპტიკური დამუშავება იწყება დაწესებულებაში შესვლისთანავე;
  • დისტანციური თერმომეტრი;
  • პაციენტის რისკის შეფასების კითხვარი;
  • ერთჯერადი ხელსახოცები სტომატოლოგიურ კაბინეტში, საპირფარეშოებში;
  • ხელის სადეზინფექციო საშუალებები პერსონალისთვის;
  • ხელის სადეზინფექციო საშუალებები პაციენტებისთვის;
  • თხევადი საპნის დისპენსერები ხელსაბანებთან;

ინფრასტრუქტურული მოთხოვნები

  • ხელსაბანი ყველა სტომატოლოგიურ კაბინეტში;
  • საპირფარეშო პაციენტებისთვის;
  • საპირფარეშო პერსონალისთვის;
  • ბუნებრივი ან ხელოვნური ვენტილაციის სისტემა;
  • დარბაზულ სისტემაში მომუშავე ბორმანქანებს შორის 4 მეტრიანი დისტანცია;
  • საკმარისი სივრცე მიმღებში/მოსაცდელში პაციენტების სკრინინგის, უსაფრთხოდ შემოსვის და ერთმანეთთან დისტანცირებისთვის;

პაციენტების მისაღებ სივრცეში (რესეფშენი) მომუშავე პერსონალის დაცვა

  • რეგისტრატურასთან არის მინის ან ორგანული მინის დამცავი ბარიერი;
  • სახის ფარი;
  • სამედიცინო ნიღაბი;
  • ერთჯერადი ხალათი;
  • ხელთათმანი;

სტერილიზაცია/დეზინფექცია

  • არსებობს დეზინფექცია-სტერილიზაციის პროტოკოლი;
  • არსებობს სათავსი სასტერილიზაციოსთვის;
  • არსებობს ავტოკლავი;
  • გასასტერილებელი მასალა იფუთება ერთჯერად პაკეტებში;
  • არსებობს სტერილიზაციის კონტროლის ჟურნალი;
  • არსებობს ზედაპირების დეზინფექციის პროტოკოლი;
  • არსებობს ზედაპირების სადეზინფექციო საშუალებები და მათი მოხმარების ინსტრუქცია;
  • ნარჩენების მართვა;
  • ხელშეკრულება ინფექციური ნარჩენების გატანასთან დაკავშირებით;
  • ინფექციური ნარჩენების კონტეინერი სტომატოლოგიურ კაბინეტში;
  • ბასრი ნარჩენების კონტეინერი სტომატოლოგიურ კაბინეტში (ძირითადად მუყაოს ტარა);
  • არასაშიში ნარჩენების კონტეინერი სტომატოლოგიურ კაბინეტში;
  • კონტეინერები არის შესაბამისად ეტიკეტირებული;
  • ნარჩენი გადის ყოველდღიურად;

ინფექციების პრევენცია და კონტროლი

კლინიკაში არსებობს ინფექციების პრევენციასა და კონტროლზე პასუხისმგებელი პირი.

თაია არდოტელი
„ტურისტულ ინდუსტრიაში „რესტარტი“ გვექნება“ - შეძლებს თუ არა ქვეყანა პოსტ-პანდემიის პირობებში საერთაშორისო ვიზიტორების მოზიდვას
UNWTO-მ საერთაშორისო ტურიზმის მომავლის 3 სავარაუდო სცენარი გამოაქვეყნა
როდიდან დაიწყება ფრენების ეტაპობრივი აღდგენა