ქალაქები, სადაც პანდემიის მიუხედავად ელიტური უძრავი ქონება გაძვირდება - Knight Frank-ის ანგარიში

კორონავირუსის პანდემიამ მნიშვნელოვანი ნეგატიური გავლენა იქონია არა მხოლოდ სხვადასხვა ინდუსტრიულ სექტორებზე, არამედ ელიტარული უძრავი ქონების ბაზარზეც.

საკონსულტაციო კომპანია Knight Frank-მა გამოაქვეყნა მოხსენება, რომელშიც ნათქვამია, რომ პანდემიის დაწყებამდე, ორგანიზაციის ექსპერტები საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზარზე ფასების ზრდას პროგნოზირებდნენ. მათი გათვლებით, ელიტურ უძრავ ქონებაზე ფასები გაიზრდებოდა ბევრ ქალაქში, მათ შორის, პარიზში, მაიამიში, ბერლინში, ჟენევაში და სიდნეიში. კერძოდ, მოსალოდნელი იყო, რომ პარიზში ელიტური უძრავი ქონების ფასები 7%-ით, მაიამიში და ბერლინში - 5%-ით, ხოლო ჟენევაში და სიდნეიში - 4%-ით გაიზრდებოდა.

ახალი კვლევის მიხედვით კი, პანდემიის მიუხედავად, 2020 წლის ბოლოსთვის ელიტურ საცხოვრებელ სახლებზე ფასები მაინც გაიზარდა, თუმცა ჯერჯერობით, მხოლოდ 4 ქალაქში. ეს ქალაქებია - ლისაბნი, შანხაი, ვენა და მონაკო.

ლისაბონი - Knight Frank-ის ექსპერტების პროგნოზით, პორტუგალიის დედაქალაქში ელიტურ უძრავ ქონებაზე ფასები წლის ბოლომდე 0,1%-დან 4,9%-მდე გაიზრდება. უკვე 2021 წლისთვის კი ფასები მატება 5%-ზე მეტით მოხდება.

მონაკო - როგორც გასულ წლებში, მონაკოში უძრავ ქონებაზე ფასები წელსაც იზრდება. Knight Frank-ის პროგნოზით, 2021 წელს ელიტური საცხოვრებლი სახლები 0,1% –დან 4.9%-მდე გაძვირდება

შანხაი - შანხაის ასევე იმ ქალაქების სიაში მოხვდა, სადაც ელიტარული უძრავი ქონება გაძვირდა. ექსპერტების პროგნოზით, აქაც 2021 წლისთვის 4.9%-იანი ზრდა დაფიქსირდება.

ვენა - ზემოთჩამოთვლილ ქალაქებთან ერთად, ელიტური უძრავი ქონება გაძვირდება ავსტრიის დედაქალაქშიც. ვენაში ზრდა 0.1% -დან 4.9% -მდე იქნება.

Knight Frank-ის ანგარიშის მიხედვით, იმის გამო, რომ მსოფლიოში ეპიდემიის გამო გაურკვევლობაა, ფასების რეალური დინამიკა შესაძლოა, პროგნოზისგან ცოტათი განსხვავებული აღმოჩნდეს.

შეზღუდვები, რომლებიც დღეიდან იხსნება
როგორია სატაცურის ფასი მსოფლიო ბაზარზე -  კორონავირუსი პროდუქტის რეალიზაციაზეც აისახა
„ისიც კი არ ვიცით, რესტორანი რა დატვირთვით გააგრძელებს მუშაობას“ - კომპანია „ცომი“ საგანგებო მდგომარეობით გამოწვეულ ზარალზე