ერთ თვეში სავალუტო რეზერვები 76,6 მლნ დოლარით გაიზარდა

საქართველოს სარეზერვო აქტივები გაიზარდა. საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, 30 აპრილის მდგომარეობით რეზერვებმა 3,476 მლრდ დოლარი შეადგენა. ეს კი 77,1 მლნ დოლარით მეტია წინა თვესთან შედარებით. 31 მარტის მონაცემებით რეზერვები შეადგენდა 3,399 მლრდ დოლარს.

ამასთან, გაზრდილია სავალუტო რეზერვებიც, აქ ზრდამ ერთ თვეში 77,6 მლნ დოლარი შეადგინა. სებ-ის სტატისტიკით, 31 მარტის მდგომარეობით რეზერვები 3,399 მლრდ დოლარი იყო, 30 აპრილს კი 3,279 მლრდ დოლარი.