აფრიკის კონტინენტზე კოროანვირუსს 1 წელიწადში შესაძლოა 190 000-მდე ადამიანი ემსხვერპლოს, - ამ ინფორმაციას BBC ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაზე დაყრდნობით ავრცელებს.
ორგანიზაციის კვლევაში აღნიშნულია, რომ აფრიკის კონტინენტი კორონავირუსის წინააღმდეგ ყველაზე დაუცველია, რისი მთავარი მიზეზიც სიღარიბე და ჰიგიენის ნორმების დაუცველობაა.
კვლევის მიხედვით 1 წლის განმავლობაში აფრიკის კონტინენტზე შესაძლოა, 29-დან 44 მილიონამდე ადამიანი დაინფიცირდეს, რასაც სავარაუდოდ 190 000-მდე ადამიანი ემსხვერპლება. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანოზაციის განცხადებით, კორონავირუსი განსაკუთრებით დასავლეთ აფრიკის ქვეყნებს დააზარალებს. ამ ყველაფრის თავიდან ასაცილებლად ორგანიზიაცია ეკონომიკურად განვითარებულ ქვეყნებს მოუწოდებს, დაეხმაროს აფრიკის ქვეყნებს და საჭირო მედიკამენტებითა თუ ჰიგიენური საშუალებებით უზრუნველყოს.