"ჯეოსელი" საკუთარ აბონენტებს ახალი თაღლითური სქემის შესახებ აფრთხილებს. როგორც კომპანიის განცხადებაშია აღნიშული, ბოლო პერიოდში საგრძნობლად მოიმატა უცხოური ნომრებიდან შემომავალმა საერთაშორისო ზარებმა, რომლებიც ტელეფონში გამოტოვებული ზარის სახით ფიქსირდება. აღნიშული სქემა კი თაღლითობის ნაწილია. შესაბამისად, კომპანია მომხმარგბლებს მოუწოდებს, რომ გამოიჩინონ სიფრთხილე და აღნიშულ ნომრებზე არ გადარეკონ.
"გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ბოლო პერიოდში საგრძნობლად მოიმატა უცხოური ნომრებიდან შემომავალმა საერთაშორისო ზარებმა, რომლებიც თქვენს ტელეფონში გამოტოვებული ზარის სახით ფიქსირდება. აღნიშნული ზარები არის თაღლითური და გადარეკვის შემთხვევაში ანგარიშიდან თანხები უმიზეზოდ ჩამოგეჭრებათ. გთხოვთ, გამოიჩინოთ სიფრთხილე და არ გადარეკოთ თქვენთვის უცნობ საერთაშორისო ნომრებზე;
ასევე გვინდა გაცნობოთ შედარებით ახალი თაღლითური სქემის შესახებ, რომელიც სხვადასხვა გვერდებით სარგებლობის დროს ვებ-ბრაუზერში შემთხვევით ჩნდება. ხშირ შემთხვევაში, იყენებენ გუგლის და ფეისბუქის ყალბ გათამაშებებს. სხვადასხვა კითხვების საშუალებით გთხოვენ პირადი მონაცემების შეყვანას ან საერთაშორისო ნომრებზე გადარეკვას, რა დროსაც ანგარიშიდან თანხები უმიზეზოთ გაკლდებათ. გთხოვთ ნუ გაუზიარებთ სხვებს თქვენს პირად მონაცემებს და ნუ გადარეკავთ მსგავსი წყაროებიდან მიღებულ საერთაშორისო ნომრებზე;
ჩვენ ვიყენებთ მაქსიმალურ ძალისხმევას, რათა აღმოვაჩინოთ და შევზღუდოთ მსგავსი თაღლითური ქმედებები",-ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.
გთხოვთ იხილოთ ხშირად დაფიქსირებული არასასურველი ზარების მიმართულებები: