დანიის ხელისუფლების გადაწყვეტილებით დღეიდან ქვეყანაში კინოთეატრები და მუზეუმები გაიხსნა. ამასთან მოსახლეობას დღეიდან პარკებში გასეირნების უფლება მიეცა. კორონავირუსის შემთხვევების შემცირებასთან ერთად დანიაში 50-მდე ადამიანის ერთ სივრცეში თავშეყრა დასაშვები გახდა.
შეგახსენებთ, დანიაში გასულ კვირას საბავშვო ბაღები და დაწყებითი სკოლები გაიხსნა.
ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსით დაინფიცირების 10 083 შემთხვევა დაფიქსირდა. ვირუსს 514 ადამიანი ემსხვერპლა.