მომხმარებლების ცხოვრების გასამარტივებლად, თიბისის და ვიზას ინიციატივით, საქართველოში პირველი ციფრული ბარათით სარგებლობა უკვე შესაძლებელია.
ციფრული ბარათი პლასტიკური ბარათის ციფრული ანალოგია და ყველა ის ფუნქცია აქვს, რაც სადებეტო ბარათს. მისი გამოყენებით შესაძლებელია თანხის გადახდა სავაჭრო ობიექტებში, პოს-ტერმინალების გამოყენებით, ასევე ბანკომატიდან თანხის განაღდება. უახლოეს მომავალში ბარათს ონლაინ გადახდის სერვისიც დაემატება.
ციფრული ბარათის შეკვეთა და მიღება თიბისის მობაილ და ინტერნეტბანკიდან ძალიან მარტივადაა შესაძლებელი და ამისათვის მომხმარებელს ლოდინი არ უწევს. ბარათი მომენტალურად, ავტომატურად მოთხოვნისთანავე აქტიურდება, რის შემდეგაც შესაძლებელია მისი დამატება ციფრულ საფულეში - APPLE WALLET, TBC WALLET.
ციფრული ბარათის უპირატესობებია:
ციფრული ბარათის გამოყენება შესაძლებელია ციფრული საფულედან Apple Pay ან tbc Wallet;Apple Wallet-ით სარგებლობისას, ციფრული ბარათის გამოყენება შესაძლებელია საზღვარგარეთ იმ ბანკომატებში, სადაც დაშვებულია apple Pay-ით თანხის განაღდება.ბარათით სარგებლობა ამ ეტაპზე ფიზიკურ პირებს შეუძლიათ, უახლოეს მომავალში კი ის ხელმისაწვდომი იურიდიული პირებისთვისაც გახდება.
(R)