რომელი ქვეყნებიდან შეძლებენ საქართველოში დაბრუნებას მოქალაქეები მაისში - რეისების განრიგი

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის, ვლადიმერ კონსტანტინიდის განცხადებით, საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში დასაბრუნებლად დღეს ავიარეისი ბერლინიდან განხორციელდება.

მისი თქმით, ამ რეისით საქართველოში 180-მდე მგზავრი ჩამოვა, მათ შორის ონკოლოგიური პაციენტები, არასრულწლოვნები, ხანდაზმული პირები, სტუდენტები და ტრანზიტული მგზავრები.

8 მაისის მონაცემებით, საქართველოს დიპლომატიურმა წარმომადგენლობებმა ადგილზე დახმარება აღმოუჩინეს 19,607 მოქალაქეს, ხოლო სამშობლოში - მთავრობის ხელშეწყობით - ორგანიზებულად დაბრუნდა 10,115 მოქალაქე.

უკვე შესრულებული ავიარეისების გარდა, მაისში საქართველოს მოქალაქეების ქვეყანაში დასაბრუნებლად დაგეგმილია შემდეგი რეისების განხორციელება:

  • 12 მაისი - ლონდონი-თბილისი;
  • 15 მაისი - ამსტერდამი-თბილისი;
  • 18 მაისი - ლარნაკა-თბილისი;
  • 20 მაისი - ათენი-თბილისი;
  • 22 მაისი - რომი-თბილისი.
თაია არდოტელი