მარნეულის მუნიციპალიტეტის მერის, ზაურ დარგალის განცხადებით, მარნეულში კორონავირუსის ახალი შემთხვევა აღარ გამოვლენილა. როგორც მან „ინტერპესნიუსს“ განუცხადა, ბოლოს აღებულ 962 ნიმუშზე prc კვლევით პასუხები უარყოფითია.
„როგორც იცით, მარნეულში მოსახლეობის pcr კვლევები ტარდებოდა, ჩვენი მონაცემებით გუშინ და გუშინწინ აღებული 962 ანალიზიდან ყველა არის უარყოფითი. ჯამში 1635 ანალიზია აღებული და აქედან ერთი - ექიმების კლასტერია მარტო დადასტურებული.
რაც შეეხება სხვა მხრივ მარნეულში არსებულ ვითარებას, გრძელდება საინფორმაციო კამპანია მოსახლეობაში, სასოფლო სამეურნეო პროდუქცია გადის ჩვეულებრივად და ველოდებით 18 მაისს - გახსნას“ , - განაცხადა ზაურ დარგალმა.