"პირადი ფუფუნების" საგნების გლობალური გაყიდვები, მათ შორის ტანსაცმლის, სამკაულების, საათების და აქსესუარების, აპრილ-ივნისში შესაძლოა, 50-60% -ით შემცირდეს. საკონსულტაციო კომპანიის Bain&Company-ის დასკვნის მიხედვით, ამის მიზეზი კორონავირუსის ეპიდემიის გამო ასეთ პროდუქციაზე მოთხოვნის შემცირებაა.
მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი სახელმწიფო ეპიდემიის გამო დაწესებულ მკაცრ ზომებს არბილებს, სავარაუდოდ, ძვირადღირებული პროდუქციის გაყიდვები წლიურად 20-35% -ით, 180-220 მილიარდ ევრომდე შემცირდება.
მოხსენება, რომელიც Bain & Company– მა მოამზადა, იტალიის ფუფუნების საქონლის ასოციაციურ Altagamma-სთან თანამშრომლობით, არ ითვალისწინებს ვირუსის გავრცელების მეორე ტალღის ან ვაქცინის შემუშავებასა და დანერგვას.
2019 წელს "პირადი ფუფუნების" ბაზარზე გაყიდვები შეფასებულია 281 მილიარდ ევროდ. სავარაუდოდ, გაყიდვები ამ დონეზე დაბრუნდება 2022-2023 წლებში. ეს დამოკიდებული იქნება ეკონომიკურ ტენდენციებზე, მომხმარებელთა ნდობის დონეზე, ტურისტულ ნაკადებსა და ბრენდების შესაძლებლობებზე, დააკმაყოფილონ მომხმარებლის მოთხოვნილებები.
პროგნოზის თანახმად, 2025 წლისთვის "პერსონალური ფუფუნების" საგნების ბაზარი 320-330 მილიარდ ევროს მიაღწევს.