შეზღუდვები, რომლებიც დღეიდან იხსნება

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, დღეიდან კორონავირუსის ეპიდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების ნაწილი იხსნება. კერძოდ, 11 მაისიდან თბილისში მიმოსვლა სრულად გაიხსნა, რაც იმას ნიშნავს, რომ თბილისში შემოსვლა და გასვლა ყველას შეუძლია. თუმცა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ საკომენდანტო საათი გაქმდა, ის ძალაში რჩება.

ამასთან, დღეიდან ყველა სახის საცალო და საბითუმო მაღაზია გაიხსნება, რომელსაც შესასვლელი ქუჩიდან აქვს. ამ შეზღუდვის მოხსნა არ ეხება სავაჭრო მოლებს და მაღაზიებს, რომლებიც ტანსაცმლითა და ფეხსაცმლით ვაჭრობენ. დღეიდან იხსნება ყველა სახის წარმოება, მათ შორის საგამომცემლო საქმიანობა და ა.შ.

გარდა ამისა, მთავრობის გადაწყვეტილებით, 11 მაისიდან დაშვებულია ღია მოსასვენებელი და სარეკრეაციო ზონების ფუნქციონირება.

როგორია სატაცურის ფასი მსოფლიო ბაზარზე -  კორონავირუსი პროდუქტის რეალიზაციაზეც აისახა
„ისიც კი არ ვიცით, რესტორანი რა დატვირთვით გააგრძელებს მუშაობას“ - კომპანია „ცომი“ საგანგებო მდგომარეობით გამოწვეულ ზარალზე
ქალაქები, სადაც პანდემიის მიუხედავად ელიტური უძრავი ქონება გაძვირდება - Knight Frank-ის ანგარიში