„არემჯი“ პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის მედპერსონალს შეფი კონსტანტინეს მომზადებულ სადილს მიუტანს

დღეს, 11 მაისი, 2 საათზე კომპანია „არემჯის“ წარმომადგენლები და შეფი კონსტანტინე ერთობლივი პროექტის ფარგლებში, COVID19-ის წინააღმდეგ მებრძოლი პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ექიმების და პერსონალის გასამხნევებლად და მათთვის მადლიერების გამოსახატად, მედპერსონალს შეფმზარეულის მიერ მომზადებულ სადილს მიუტანენ.