რუსეთში "ალუმინის ომების" ერთ-ერთი მონაწილე დააკავეს - რა აკავშირებდა ანატოლი ბიკოვს ბიძინა ივანიშვილთან

რუ­სე­თის სა­სა­მარ­თლომ რუსი ბიზ­ნეს­მე­ნი და ყო­ფი­ლი დე­პუ­ტა­ტი ანა­ტო­ლი ბი­კო­ვი და­ა­კა­ვა. კრას­ნო­და­რის მხა­რის სა­სა­მარ­თლო მას ორი ან მეტი პი­რის­თვის ცე­ცხლსას­რო­ლის ია­რა­ღი­დან სრო­ლას და მკვლე­ლო­ბას ედა­ვე­ბა.

საქ­მე ეხე­ბა 1994 წელს მომ­ხდარ ორ­გა­ნი­ზე­ბულ მკვლე­ლო­ბას, რო­დე­საც ბი­კოვს კონ­ფლიქ­ტი ჰქონ­და კი­რილ ვო­ი­ტენ­კო­სა და ალექ­სან­დრ ნა­უ­მოვ­თან. 1994 წლის 24 ივ­ლისს, ბი­კოვს სა­კუ­თა­რი მან­ქა­ნა თვალ­წინ აუ­ფეთ­ქდა და გა­და­წყვი­ტა, რომ ამა­ში კლა­ნის წევ­რის, 23 წლის ნა­უ­მო­ვის ხელი ერია. მა­ლე­ვე, ნა­უ­მო­ვი და მისი მე­გო­ბა­რი, ვო­ი­ტენ­კო მან­ქა­ნა­ში ჩა­ცხრი­ლუ­ლი იპოვ­ნეს...

რუ­სუ­ლი გა­მო­ცე­მა РБК წერს, რომ ბი­კოვ­მა ეს მკვლე­ლო­ბა, "კარ­გი ნაც­ნო­ბის" ვლა­დი­მირ ტა­ტა­რენ­კოს დახ­მა­რე­ბით და­გეგ­მა, რო­მელ­საც მოგ­ვი­ა­ნე­ბით, 13-წლი­ა­ნი პა­ტიმ­რო­ბა მი­უ­სა­ჯეს. ცოტა ხნის წინ, მან ბი­კო­ვის წი­ნა­აღ­მდეგ მის­ცა ჩვე­ნე­ბა. იმა­ვე დღეს, ყი­რიმ­სა და კრას­ნო­ი­არ­სკში ბიზ­ნეს­მე­ნის სახ­ლე­ბი გა­ჩხრი­კეს.

  • ბი­კო­ვი და ივა­ნიშ­ვი­ლი "ალუ­მი­ნის ომებ­ში

1990-იან წლებ­ში, ბი­კო­ვი კრას­ნო­ი­არ­სკის ალუ­მი­ნის ქარ­ხნის მფლო­ბე­ლი იყო, 1998-2000 წლებ­ში კი ქარ­ხნის დი­რექ­ტორ­თა საბ­ჭოს ხელ­მძღვა­ნე­ლი. ქარ­ხნის ერთ-ერთი თა­ნამ­ფლო­ბე­ლი, ანტრა­ცი­ტი­სა და ნახ­ში­რის მომ­პო­ვე­ბე­ლი კომ­პა­ნია "ალ­ტე­კის" დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი დმიტ­რი ბო­სო­ვი იყო, რო­მელიც რამ­დე­ნი­მე დღის წინ გარ­დაც­ვლი­ლი იპო­ვეს. სა­ვა­რა­უ­დოდ, მან სი­ცო­ცხლე თვით­მკვლე­ლო­ბით და­ას­რუ­ლა...

90-იან წლებ­ში ანა­ტო­ლი ბი­კო­ვი, ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა მის მიერ და­ფუძ­ნე­ბუ­ლი ბანკ "Российский кредит"-ის ვიცე-პრე­ზი­დენ­ტად და­ნიშ­ნა. 2005 წელს, რუ­სულ Forbes-თან ინ­ტერ­ვი­უ­ში, სა­დაც სწო­რედ "ალუ­მი­ნის ომებ­ზეა" სა­უ­ბა­რი, ქარ­თვე­ლი მი­ლი­არ­დე­რი იხ­სე­ნებ­და 1997 წელს, როცა ალუ­მი­ნის ქარ­ხნის აქ­ცი­ე­ბი მე­ო­რად ბა­ზარ­ზე შე­ი­ძი­ნა.

"კრას­ნო­ი­არ­სკში მუ­შა­ო­ბა ბევ­რად ადრე და­ვი­წყე, ვიდ­რე ალუ­მი­ნის ქარ­ხა­ნა­ში მოვ­ხვდე­ბო­დი... 1992 წელს ბან­კმა კრას­ნო­ი­არ­სკის მე­ტა­ლურ­გი­უ­ლი ქარ­ხნის 30% შე­ი­ძი­ნა. ის ალუ­მი­ნის ქარ­ხა­ნას ესა­ზღვრე­ბო­და, თუმ­ცა იმ მო­მენ­ტში ქარ­ხა­ნა­ში არა­ფე­რი ხდე­ბო­და, მე­ტალს არა­ვინ აძ­ლევ­და და გა­ჩე­რე­ბუ­ლი იყო... ასე გაგ­რძელ­და 1994 წლამ­დე, რო­დე­საც კრას­ნო­ი­არ­სკის ალუ­მი­ნის ქარ­ხნის აქ­ცი­ო­ნე­რებ­მა სა­ხელ­მწი­ფო სა­კუთ­რე­ბა­ში არ­სე­ბუ­ლი ალუ­მი­ნის ქარ­ხნი­სა და აჩინ­სკის თი­ხა­მი­წის კომ­ბი­ნა­ტის აქ­ცი­ე­ბის 20% მე­ტა­ლურ­გი­უ­ლი ქარ­ხნის ბა­ლანსზე გა­და­ი­ტა­ნეს.

ალუ­მი­ნის ქარ­ხნის მე­სა­კუთ­რე­ებ­მა შე­მომ­თა­ვა­ზეს პა­კე­ტის გა­ყიდ­ვა, რო­მე­ლიც 1996 წელს ძალ­ზე ძვი­რად გავ­ყი­დე... ერთ წელ­ში ალუ­მი­ნის ქარ­ხნის აქ­ცი­ო­ნე­რებს შო­რის და­პი­რის­პი­რე­ბა მოხ­და" - იხ­სე­ნებ­და ივა­ნიშ­ვი­ლი, რომ­ლის თქმი­თაც, შემ­დეგ საქ­მე­ში ჩა­ე­რია მისი ბან­კის ვიცე-პრე­ზი­დენ­ტი ვა­სილ ანი­სი­მო­ვი, რო­მე­ლიც კარ­გად იც­ნობ­და სამ მფლო­ბელს: ალექ­სან­დრ კოლ­პა­კოვს, ვლა­დი­მირ რატ­ნი­კოვს და ოლეგ კიმს, რომ­ლებ­საც აქ­ცი­ე­ბის 28% ეკუთ­ვნო­დათ.

“ანი­სი­მოვ­მა მი­თხრა, კოლ­პა­კო­ვი და რატ­ნი­კო­ვი ქარ­ხნის აქ­ცი­ე­ბის 48%-ის მყიდ­ველს ეძე­ბე­ნო, მაგ­რამ მე და ვა­სი­ლიმ მათ­გან აქ­ცი­ე­ბი მხო­ლოდ მას შემ­დეგ ვი­ყი­დეთ, როცა ანა­ტო­ლი ბი­კოვ­სა და გე­ნა­დი დრუ­ჟი­ნინს 20% და­უბ­რუ­ნეს. ბი­კო­ვი და­თან­ხმდა, რომ ყვე­ლა­ნი ერ­თად ვი­მუ­შა­ვებ­დით" - ყვე­ბო­და ივა­ნიშ­ვი­ლი, მისი თქმით­ვე, ბი­კო­ვიც “Российский кредит"-ის ვიცე-პრე­ზი­დენ­ტი იყო, ოღონდ ისე, რომ არც ბან­კის საბ­ჭოს წევ­რი ყო­ფი­ლა და ხელ­ფას­საც არ იღებ­და.

rbc.ru-ს ცნო­ბით, 1997 წელს, კრას­ნო­ი­არ­სკის ალუ­მი­ნის ქარ­ხნის გარ­შე­მო უკვე ნამ­დვი­ლი ომი იყო კომ­პა­ნია TWG-ს მფლო­ბელ ძმებს - მი­ხე­ილ და ლევ ჩერ­ნი­სა და რუს აქ­ცი­ო­ნე­რებს შო­რის, რო­მელ­თაც სწო­რედ ანა­ტო­ლი ბი­კო­ვი მე­თა­უ­რობ­და. ბიზ­ნეს­ზე კონ­ტრო­ლის მო­სა­პო­ვებ­ლად და­პი­რის­პი­რე­ბა წლე­ბი გრძელ­დე­ბო­და...

“ივა­ნიშ­ვი­ლი იხ­სე­ნებ­და, რომ 1996 წელს საფ­რან­გეთ­ში უც­ნობ­მა და­უ­რე­კა და КраМЗ-ის აქ­ცი­ე­ბის გა­ყიდ­ვა მოს­თხო­ვა. “ისე­თი ხმით მე­ლა­პა­რა­კე­ბო­და, რომ შიგ­ნი­დან გავ­ცივ­დი. ში­შის­გან ყვე­ლა კარი ჩავ­კე­ტე... უც­ნობს ვთხო­ვე მე­ო­რე დღეს გად­მო­ე­რე­კა. მა­ნაც გად­მო­რე­კა და ფასი და­ა­სა­ხე­ლა" - ყვე­ბო­და ქარ­თვე­ლი მი­ლი­არ­დე­რი.

გა­მო­ცე­მის ცნო­ბით, რამ­დე­ნი­მე­წ­ლი­ა­ნი და­პი­რის­პი­რე­ბის შემ­დეგ, საქ­მე­ში ბო­რის ბე­რე­ზოვ­სკი და ოლეგ დე­რი­პას­კა ჩა­ე­რივ­ნენ და კონ­ფლიქ­ტიც თან­და­თან მი­ნელ­და...

რაც შე­ე­ხე­ბა, ბი­კოვს, ის შემ­დეგ Российский кредит-ის ვიცე პრე­ზი­დენ­ტი გახ­და. რუ­სულ Forbes-თან ინ­ტერ­ვი­უ­ში ივა­ნიშ­ვი­ლი იხ­სე­ნებ­და, რომ ეს მისი იდეა იყო.

"ბან­კში ყო­ველ­თვის ბევ­რი ვიცე-პრე­ზი­დენ­ტი გვყავ­და... ამ თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე ვნიშ­ნავ­დით ბან­კის კლი­ენ­ტებს, მსხვი­ლი სა­წარ­მო­ე­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლებს ან მე­სა­კუთ­რე­ებს. "ვიცე-პრე­ზი­დენ­ტის სა­ვი­ზი­ტო ბა­რა­თებს" იღებ­დნენ, რაც მათ ძა­ლი­ან სი­ა­მოვ­ნებ­დათ" - იგო­ნებ­და ივა­ნიშ­ვი­ლი რუ­სულ გა­მო­ცე­მას­თან სა­უ­ბარ­ში. რუ­სუ­ლი მე­დი­ის ცნო­ბით, არ ჩანს, სად წყდე­ბა ივა­ნიშ­ვილ­სა და ბი­კოვს შო­რის საქ­მი­ა­ნი თუ ფორ­მა­ლუ­რი ურ­თი­ერ­თო­ბა.

  • ბი­კო­ვი­სა და კრი­მი­ნა­ლუ­რი ავ­ტო­რი­ტე­ტის "პაშა ცვე­ტო­მუ­ზი­კას" შე­ტა­კე­ბა

2002 წელს, ბი­კო­ვი კრი­მი­ნა­ლუ­რი დაჯ­გუ­ფე­ბის წევ­რის, ვი­ლო­რი სტრუ­გა­ნო­ვის გა­ტა­ცე­ბის ბრალ­დე­ბით და­ა­კა­ვეს, რო­მელ­საც კრი­მი­ნა­ლურ სამ­ყა­რო­ში "პაშა ცვე­ტო­მუ­ზი­კას" სა­ხე­ლით იც­ნო­ბენ. თუმ­ცა, სამი წლის შემ­დეგ, კრას­ნო­ი­არ­სკის სა­სა­მარ­თლომ ბი­კოვს სას­ჯე­ლი მო­უხ­სნა და სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მეც შე­წყდა. იხილეთ სრულად