ახალი კოროვირუსული პანდემიის გამო, 3-თვიანი იძულებითი შესვენების შემდეგ შანხაიში „დისნეილენდმა“ მუშაობა განაახლა. პარკის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებული განცხადების მიხედვით, ის თავდაპირველად 30%-იანი დატვირთვით იმუშავებს.
პარკში შესვლისას მოხდება ვიზიტორების თერმოსკრინინგი. გარდა ამისა, პარკის ყველა ვიზიტორს მოეთხოვება სანიტარიული კონტროლის ზომების დაცვა, პარკში ყოფნისას მინიმუმ 1-მეტრიანი დისტანციის შენარჩუნება და დამცავი ნიღბების ტარება.
ცნობისათვის, შანხაის „დისნეილენდი“ პირველია მსოფლიოში, რომელმაც მუშაობა განაახლა.
შანხაის „დისნეილენდი“ არის აშშ-ჩინეთის პროექტი, რომელიც დაფუძნებულია ადგილობრივი და დასავლელი დიზაინერების იდეებზე.
გეგმის ავტორები არიან კომპანია Walt Disney და მისი ადგილობრივი პარტნიორი Shanghai Shendi Group. ერთობლივად განხორციელებული ინვესტიციების მოცულობა 5,5 მილიარდ დოლარს შეადგენს და პროექტი ითვლება ერთ-ერთი ყველაზე ძვირად ღირებულად ქვეყანაში. შანხაის „დისნეილენდში“ Walt Disney-ის წილი 57% -ს შეადგენს, დანარჩენი კი ჩინური კაპიტალის.