დღეს საქართველოს აქვს ყველა მოცემულობა იმისთვის, რომ ეს კრიზისი გამოიყენოს როგორც შესაძლებლობა, პირველ რიგში, ეკონომიკაში, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ტურისტული კომპანიების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე განაცხადა.
მისივე თქმით, შესაძლებელია, რომ საქართველომ ეკონომიკის ძლიერი მხარეები კონკურენტულ უპირატესობად აქციოს და „გარღვევა მოახდინოს“.
„კრიზისი უნდა იყოს ჩვენთვის შესაძლებლობა, კრიზისი იმდენად ტექტონიკურ ცვლილებებს გამოიწვევს გადაცემათა ჯაჭვში, მოთხოვნა მიწოდებაში, ეს არის ნამდვილად ჩვენი ქვეყნისთვის შესაძლებლობა. ჩვენ შეიძლება ჩვენი ეკონომიკის ყველაზე ძლიერი მხარეები ისეთ კონკურენტულ უპირატესობად გავხადოთ, რომელიც მოგვცემს საშუალებას, რომ გარღვევა მოვახდინოთ. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ რაღაც ილუზიებში ან ოცნებებში უნდა ვიყოთ, არა. დღეს საქართველოს აქვს ყველა მოცემულობა იმისთვის, რომ ეს კრიზისი გამოყენოს როგორც შესაძლებლობა, პირველ რიგში ეკონომიკაში,“- განაცხადა გახარიამ.