„4 კვირა ხდება 700 ათასი ლარის დაბრუნებას ველოდებით, თუმცა, ფინანსთა სამინისტროსგან პასუხი არ გვაქვს,“- ამის შესახებ „ჯი თი ჯგუფის“ დირექტორმა ლევან გოგსაძემ რადიო “პალიტრასა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ განაცხადა.
„დღგ-ს დაბრუნების საკითხი ძალიან დიდი დახმარება ჩვენნაირი კომპანიებისთვის. ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ გვესარგებლა ამ დახმარებით, ზუსტად იმიტომ, რომ არ შევამციროთ თანამშრომლების არც რაოდენობა, არც ხელფასები. 4 კვირა ხდება უკვე, რაც ფინანსთა სამინისტროს მიმართა ჩვენმა კომპანიამ და ძალიან სამწუხაროდ, დღემდე პასუხს ვერ გვეუბნებიან.
700 ათას ლარზე გვაქვს მოთხოვნა გაკეთებული და ველოდით, რომ რამდენიმე დღეში ავტომატურად დაბრუნდებოდა ეს თანხა, მაგრამ პასუხს ვერ ვიღებთ. შემოსავლების სამსახურში გვეუბნებიან, რომ თანხა დიდია და ჯერ არ აქვთ გადაწყვეტილება. იმედი მაქვს უახლოეს დღეებში გადაწყდება ეს საკითხი. ჩვენი კომპანიისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ახლა ამ თანხის დაბრუნება, რომ ეს თვე გადავიტანოთ და მკვეთრი გადაწყვეტილების მიღება არ მოგვიწიოს,“-განაცხადა გოგსაძემ.