დიდ ბრიტანეთში საფრანგეთიდან ჩასულ მგზავრებს 14-დღიანი კარანტინის გავლა აღარ მოუწევთ

დიდ ბრიტანეთში საფრანგეთიდან ჩასულ მგზავრებს 14-დღიანი კარანტინის გავლა აღარ მოუწევთ. ამ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა და საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა აღნიშნული ინფორმაცია უკვე დაადასტურეს.

ამასთან, ბრიტანეთში დაწესებული ახალი რეგულაციის მიხედვით, ქვეყანაში ჩასულ უცხო ქვეყნის თითოეულ მოქალაქეს 14-დღიანი კარანტინის გავლა მოუწევს.

აღსანიშნავია, რომ 1994 წლიდან ბრიტანეთსა და საფრანგეთს შორის მატარებელი მოძრაობს, რომელიც მსოფლიოში ყველაზე გრძელ წყალქვეშა გვირაბში მდებარეობს და ქვეყნებს ერთმანეთთან აკავშირებს.