მსოფლიოში კორონავირუსისგან 1.5 მილიონზე მეტი ადამიანი განიკურნა. ამის შესახებ ინფორმაცია worldometers-ზეა განთავსებული.
ბოლო მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსით დაინფიცირებულთა რაოდნეობამ 4 220 000-ს გადააჭარბა, მათგან 1 500 000-ზე მეტი კი უკვე გამოჯანმრთელდა. ამასთან, კორონავირუსის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ მსოფლიოში 284 000-ს გადააჭარბა.
მსოფლიოში კორონავირუსით დაინფიცირებისა და გარდაცვალების ყველაზე მეტი შემთხვევა აშშ-ში ფიქსირდება.