რა დახმარებას საჭიროებენ უძრავი ქონების ბაზრის მოთამაშეები - Cushman&Wakefield-ის კვლევის შედეგები

გამარტივებული იპოთეკური სესხები და შემცირებული გადასახადები - ეს იმ მოთხოვნების მცირე ჩამონათვალია, რომელიც უძრავი ქონების ბიზნესს მთავრობის მიმართ აქვს. ამის შესახებ უძრავი ქონების ბაზრის საკონსულტაციო კომპანია Cushman & Wakefield-ის ანგარიშშია აღნიშული.

დეველოპერული კომპანიების პრიორიტეტებს შორისაა:

  • გამარტივებული იპოთეკური სესხები - 89%;
  • გადასახადების შემსუბუქება - 56%;
  • გამჭვირვალე კომუნიკაცია ანტიკრიზისული გეგმების შესახებ - 33%;
  • სუბსიდირება - 22%;
  • ბიუროკრატიული პროცესების გამარტივება - 22%;
  • ეროვნული ვალუტის სტაბილიზაცია - 22%;
  • უცხოელი ვიზიტების აღდგენა - 11%;
  • ეკონომიკის სტიმულირება - 11%;
  • ვირუსის გავრცელების ეფექტური კონტროლი - 11%

„დეველოპერების უმრავლესობას დაწყებული აქვს ანტი-კრიზისულ გეგმაზე მუშაობა. ასევე შედგა და სამომავლოდაც დაგეგმილია შეხვედრები ფინანსურ ინსტიტუტებსა და სახელმწიფო ორგანოებთან. დეველოპერი კომპანიები რეზერვების შექმნასა და ოპტიმიზაციაზე მუშაობენ, პორტფელების რესტრუქტურიზაციას ახდენენ და მარკეტინგის და გაყიდვის ახლებურ მიდგომებს აყალიბებენ. მათ შემუშავებული აქვთ მოვლენების განვითარების რამდენიმე მოსალოდნელი სცენარი და შესაბამისი რეაგირების გეგმა, თუმცა კრიზისის ხანგრძლივობასთან დაკავშირებული გაურკვევლობა გადაულახავ საფრთხედ რჩება.

დეველოპერებმა დაასახელეს ოს კონკრეტული სფეროები, რომებიც სახელმწიფოს მხარდაჭერას საჭიროებს. მათი თქმით, პირველ რიგში, მოთხოვნის სტიმულირებისთვის აუცილებელი პირობაა, იპოთეკური სესხების გამარტივება. რესპონდენტებმა აქვე ისაუბრეს კრიზისის გავრცელების და ეროვნული ვალუტის გაუფასურების შეჩერების მნიშვნელობაზე, ასევე აღნიშნეს, რომ რეცესიის თავიდან ასარიდებლად მნიშვნელოვანია ეკონომიკის სტიმულირება. ეს ყოველივე ხელს შეუწყობს მოქალაქეების მსყიდველობითი უნარის შენარჩუნებას და პოსტ-კრიზისულ პერიოდში მოთხოვნის სწრაფ ზრდას. კვლევაში მონაწილეებმა ხაზი გაუსვეს რეზიდენტულ სექტორში ტურისტული ნაკადის მნიშვნელობას, საერთაშორისო მიმოსვლის აღდგენა გაყიდვების გაზრდის მორიგი მექანიზმია.

დეველოპერთა თქმით, გადასახადების შემსუბუქება და სესხების სუბსიდირება სასიცოცხლო მნიშვნელობისაა, ეს მათ კრიზისთან გამკლავებაში დაეხმარებათ. რესპონდენტებმა გარკვეული უკმაყოფილება გამოთქვეს მთვრობის ანტი-კრიზისული გეგმის გამჭვირვალეობასთან დაკავშირებით. მათი სურვილია, სამომავლოდ მსგავსი სამოქმედო გეგმის შემუშავების პროცესში აქტიური კომუნიკაციის საშუალება. გამოკითხულთა 22%-მა პროექტების დადგენილ ვადაში ჩაბარების მთავარ დაბრკოლებად ბიუროკრატიული პროცესები დაასახელა, რაც მნიშვნელოვან ბარიერებს ქმნის სწრაფ და ეფექტურ საქმიანობაში”, - აღნიშნულია კვლევაში.