ადგილები თბილისში, სადაც ავტობუსის ზოლები ქუჩის შუაში მოეწყობა

ჭავჭავაძის გამზირზე, ავტობუსის გაჩერება ქუშის შუაში არის მოწყობილი.

რასაც საზოგადოების მხრიდან სხვადასხვაგვარი გამოხმაურება მოჰყვა. როგორც მერის მოადგილემ მაია ბითაძემ „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა, ავტობუსის ზოლი და გაჩერება კიდევ ერთ ქუჩაზე მოეწყობა შუაში.

„მელიქიშვილის გამზირზეც იქნება ავტობუსის ზოლი შუაში, მაგრამ არა ახლა. როდესაც გამზირს რეაბილიტაცია ჩაუტარდება, მხოლოდ მას შემდეგ. ზოლი შუაში მელიქიშვილზე მხოლოდ ფილარმონიამდე იქნება, თუმცა, მას შემდეგ, რაც აქ სარეაბილიტაციო სამუშაოები განხორციელდება. მანამდე ავტობუსის ზოლი იქნება ქუჩის ორივე მხარეს. ავტობუსები კი, ჭავჭავაძე-მელიქიშვილის მონაკვეთზე ვარაზისხევში გადაეწყობიან. მას შემდეგ, რაც ინფრასტრუქტურა დაასრულებს სამუშაოებს და მოეწყობა, ავტობუსების ზოლი იქაც შუაში იქნება. ფილარმონიის შემდეგ რუსთაველზე გრძელდება „ბას ლაინები“ ქუჩის ორივე მხარეს და არა შუაში,“-განაცხადა ბითაძემ.

თაია არდოტელი