საუდის არაბეთი ივნისში ნავთობის წარმოებას კიდევ 1 მილიონი ბარელით შეამცირებს

საუდის არაბეთი ივნისში ნავთობის დღიურ წარმოებას დამატებით 1 მილიონი ბარელით შეამცირებს.

აღნიშნული დავალება ქვეყნის ენერგეტიკის სამინისტომ სახელმწიფო ნავთობკომპანია Saudi Aramco-ს უკვე მისცა. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

შედეგად, საუდის არაბეთი ივნისში აპრილთან შედარებით ნავთობის მოპოვებას დღიურად დაახლოებით 4.8 მილიონი ბარელით შეამცირებს, - აღნიშნულია ქვეყნის ენერგიის სამინისტროს ინფორმაციაში.

”ამრიგად, მიზნობრივი და ნებაყოფლობითი შემცირების შემდეგ წარმოება ივნისში იქნება 7,492 მილიონი ბარელი დღეში”, - განაცხადეს სამინისტროში.

ცნობისათვის, გასულ თვეს, OPEC + -ის მონაწილეები შეთანხმდნენ, რომ 1-ლი მაისიდან შეამცირებდნენ ნავთობის წარმოებას. 23 ქვეყანა შეთანხმდა, რომ დღიურ წარმოებას მთლიანობაში 9.7 მილიონი ბარელით შეამცირებდა. Saudi Aramco-მ კი წარმოების შემცირება პირველ მაისამდე დაიწყო.