პრემიერი - ძლიერი სოფელი პირდაპირ ნიშნავს ძლიერ სახელმწიფოს

კრიზისის პერიოდში განსაკუთრებით მწვავედ გამოჩნდა, რას ნიშნავს ქვეყნისთვის სასურსათო უსაფრთხოება და აგროპროდუქტების შიდა წარმოება. ეს ძალზედ მგრძონობიარე იყო თითოეული ჩვენი მოქალაქისთვის როგორც ფასების ზრდის თვალსაზრისით, ასევე ქვეყნის მომარაგების თვალსაზრისითაც, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის ადმინისტრაციაში სოფლის მეურნეობის ანტიკრიზისული გეგმის წარდგენისას განაცხადა.

პრემიერ-მინისტრის თქმით, მთავრობის მიერ შემუშავებული პროგრმაა ითვალისწინებს როგორც ფერმერის მხარდასაჭერას, ასევე იმ ხარისხობრივი ნიშნების შემოტანას, რომელმაც ერთმნიშნევნლოვნად უნდა გაზარდოს სოფლის მეურნეობის პროდუქტიულობა.

„დღეს სოფლად ცხოვრობს ჩვენი მოქალაქეების დიდი ნაწილი და ძლიერი სოფელი პირდაპირ ნიშნავს ძლიერ სახელმწიფოს. ჩვენ შევიმუშავეთ ის პროგრამა, რომელიც დამყარებულია როგორც ფერმერის მხარდასაჭერად, ასევე იმ ხარისხობრივი ნიშნების შემოსატანად, რომელმაც ერთმნიშვნელოვნად უნდა გაზარდოს სოფლის მეურნეობის პროდუქტიულობა. ამ პროგრამის შედეგი უნდა იყოს ის, რომ აგრარული პროცესი არცერთი დღით გაჩერდეს და არ დარჩეს დაუმუშავებელი მიწა ქვეყანაში,“ - განაცხადა გიორგი გახარიამ.