გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, ფერმერებისთვის პირდაპირი დახმარება ერთ ჰექტარზე 850-დან 1700 ლარამდე შეადგენს.
როგორც დავითაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში სოფლის მეურნეობის ანტიკრიზისული გეგმის პრეზენტაციაზე განაცხადა, დახმარებას 200 000 ოჯახი მიიღებს, თუმცა მთავრობა იმედს გამოთქვამს, რომ მეტი ფერმები დაარეგისტრირებს მიწას და უფრო მეტი ბენეფიციარი ჩაერთვება პროგრამაში.
„პირდაპირ დახმარებას, რომელსაც ფერმერი იღებს, აგრობარათის, აგროდიზელის, სამელიორაციო გადასახადის შეღავათით თუ საბრუნავი საშუალებების საკრედიტო თანადაფინანსების კუთხით, ერთ ჰექტარზე შეადგენს 850 ლარიდან 1700 ლარამდე. 850 ლარიდან 1700 ლარამდე გამოდის შეღავათი როგორც საპროცენტო თანადაფინანსების, ისე პირდაპირი დაფინასნების კუთხით. ეს არის პირდაპირი დახმარება და ამას მიიღებს 200 000 ფერმერი, თუმცა ჩვენ იმედი გვაქვს, რომ მეტი ფერმერი მოახდენს მიწის რეგისტრაციას, ჩაერთვება პროგრამაში და უფრო მეტი ბენეფიციარი გვეყოლება. 200 000 ფერმერის უკან რა თქმა უნდა, დგას ოჯახის წევრები და ეს არის 200 000 ოჯახისთვის დახმარება”, - განაცხადა დავითაშვილმა.